პროექტი ..ყველი"
- პროექტის სახელწოდება: ,,ყველი"


- პროექტის მთავარი იდეა: დავადგინოთ რძეში ცილის არსებობა, გავიგოთ რძის ყველად გარდაქმნის საიდუმლო და გავარკვიოთ ოპტიმალური პირობები ამ გარდაქმნის ხელშესაწყობად.
- პროექტის აქტუალობა: მიუხედავად ქიმიური შედგენილობისა და გემოვანი თვისებების მრავალფეროვანებისა ყველა სახის ყველი შეიცავს ადამიანისათვის აუცილებელ ორგანულ ნივთიერებებს დავიტამინებს.
- პროექტის მიზნები: ა) გავარკვიოთ რძეში ცილის არსებობა და მისი რაოდენობა ბ) გავარკვიოთ როგორ მიიღება რძისგან ყველი. გ) რა ეწოდება იმ ნივთიერებას რომელიც ამ პროცესს უზრუნველყოფს დ) დავადგინოთ ოპტიმალური პირობები ამპროცესისთვის ე) მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღოთ რძისგან ყველი. ვ) გავარკვიოთ რა ქვია ამ ტექნოლოგიით დამზადებულ ყველს, ზ)ნამუშევარი გავაცნოთ ჩვენს კლასელებს და თანატოლებს საქართველოს სხვადასვა კუთხეში ელფოსტით და ვთხოვოთ გამოგვიგზავნონ თავიანთ კუთხეში ყველის დამზადების ტექნოლოგია.
- მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.
- ვადები/|ხანგრძლივობა: ორი კვირა.
- მოსალოდნელი შედეგები; ჭყლინტი ყველი.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; რძე; კვეთი; ლაკმუსის ქაღალდი;ძმარმჟავა; წყალი; ქიმიური ჭიქები; ფილტრის ქაღალდი; კონც.აზოტმჟავა და პიპეტკებიპროექტის მსვლელობა: ლიტერატურიდან გავარკვიეთ რომ რძის ყველად გარდაქმნა ცილის დამსახურებაა.რძეში არსებულ ხსნად ცილას უხსნადს ასევე ცილა–ფერმენტი პეპსინი განაპირობებს.პეპსინი ჰიდროლაზების კლასს წარმოადგენს.იგი გლობულური ცილაა.იგი მდგრადია ძლიერ მჟავა არეში.გავარკვიეთ ლაკმუსით რძის მჟავიანობა.იგი6 ის ტოლი აღმოჩნდა.გავარკვიეთ რომა სეთი მჟავიანობის პირობებში ცილა დენატურირდება.–ენდოპეპტიზადად იგი შლის ცილებსა და პეპტიდებს უფრო მარტივ პეპტიდებად.პეპსინის მოქმედება აქტიურია 35–40 გრადუსზე.უფრო მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე პეპსინი უმოქმედოა.ფერმენტები აქტიურები არიან ცოცხალი ორგანიზმისათვის ჩვეულ ტემპერატურაზე.პეპსინის დამზადება შეიძლება ცხოველის ან ფრინველის კუჭიდანაც,რადგან იგი გამოიმუშავებს ამ ფერმენტს.ცილის აღმოსაჩენად ჩავატარეთ ექსპერიმენტი:ქიმ.ჭიქაში ჩავასხით 2მლ რძე დავასხით 3 წთ კონც.აზოტმჟავა მივიღეთ ყვითელი ფერის ნალექი(ქსანტოპროტეინის რეაქცია) მისი რაოდენობის გარკვევისათვის კოლბაში ჩავასხით 2.5მლრძე და5მლ წყალი შევანჯღრიეთ და დავამატეთწვეთ–წვეთობი1ლძმარმჟავას 3% იანი ხსნარი კიდევ დავაყოვნეთ10 წთ.მივიღეთ ნალექინალექი მოვაცილეთ გაფილტვრით.ფილტრატი გავაშრეთ და ავწონეთ.მისი მასა აღმოჩნდა დაახლოებით-0,069 გრ.ამ ნაბიჯების შემდეგ გადავწყვიტეთ მიგვეღო თეორიული ცოდნის საფუძველზე ყველი.ამისათვის ავიღეთ 8 ლ რძე იგი გავათბეთ 38 გრადუსზე,ჩავასხით პეპსინი 1მლ,მოვურიეთ და შევფუთეთ დაახლოებით 20 წთ ის შემდეგ პეპსინმა;: შეასრულა"-მისი საქმე და რძე შეადედა,მიღებული მასა ავჭერიტ დავაოვნეთ10 წთ,,მოვაგროვეთ ჭურჭელში და გადმოვიღეთყველის დახვრეტილ ფორმაში,ცოტა ხნის შემდეგ ყველი ამოვატრიალთფორმაში და ხელის დაჭერით დავწურეთ. დაახლოებით 3სთ-ის შემდეგჩავაგდეთ სპეციალურ ყველის შესანახ მარილ-წყალში.ასეტ წესით მომზადებულ ყველს ';ჭყინტი ყველი" ეწოდება..
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი'პროექტს კავშირი აქვს შემდეგ საგნებთან;ქიმია,ბიოლოგია,გეოგრაფია,მათემატიკა.;
- პროექტის ხელმძღვანელი:ქეთევან ლობჟანიძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:qetevanlobjanidze@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment